“ბრიუსელმა კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად – ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ მოხდეს საქართველოში ძალადობის, პროპაგანდის დაფინანსება” – პაპუაშვილი

“ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად – ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ მოხდეს საქართველოში ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება, არჩევნებში ჩარევა. ველოდებით შესაბამის ნაბიჯებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველო არსად იკარგება. არის იქ, სადაც ვართ და ვართ ნაწილი, თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციისა, მათ შორის, იმ ევროპისა, რომელიც თანამედროვე გაგებით, არსებობს მისი დემოკრატიით, უფლებების დაცვით. ამ ყველაფრის თანაშემოქმედია ქართველი ხალხი ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკიდან დაწყებული. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელში ძალიან კარგად იციან, რა დამოკიდებულება, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ. ამიტომ, ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი – უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ მოხდეს საქართველოში ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება, არჩევნებში ჩარევა, რასაც, სამწუხაროდ, ვხედავდით. ზუსტად ამის მიმართ აქვს ქართველ ხალხს საკუთარი პრეტენზიები, ამიტომ, ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ველოდებით შესაბამის ნაბიჯებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები