პროკურატურის წარმომადგენლები რამდენიმე ლოკაციაზე ჩხრეკას ატარებენ
დღეს დილიდან, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები რამდენიმე ლოკაციაზე ჩხრეკას ატარებენ.
მათ შორის, ჩხრეკა ჩატარდა “ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ამასთან, პროკურატურის წარმომადგენლები აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში მივიდნენ.
უწყების თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც შევიდნენ.
ჯერჯერობით, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, პროკურატურას განცხადება არ გაუვრცელებია.