უკრაინა რუსეთის სამხედრო გზით დამარცხებას ვერ შეძლებს – ჯეი დი ვენსი

უკრაინა რუსეთის ფედერაციის სამხედრო გზით დამარცხებას ვერ შეძლებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს.

მისივე თქმით, აშშ-ის გუნდი მოლაპარაკებებში პროგრესს აღწევს, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება აუცილებლად გარანტირებული არ არის.

ვენსმა შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმებების დეტალები არ განიხილა , თუმცა განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის სამხედრო გზით დამარცხებას და ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნებას.

ვენსმა განაცხადა, რომ თუ ომი გაგრძელდება, რუსეთიც და უკრაინაც სოციალური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებიან, შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს და ბირთვული ომის რისკი გაიზარდოს.

„ხანდახან წარმოუდგენლად გაბრაზებული ხარ უკრაინელებით, ზოგჯერ კი წარმოუდგენლად იმედგაცრუებული ხარ რუსებით“, – თქვა ვენსმა.

როგორც მედია იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირება, რომ ომი მისი თანამდებობაზე დანიშვნის პირველი 100 დღის განმავლობაში დასრულდებოდა, არ შესრულებულა, ვაშინგტონი ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზეწოლას კვლავ აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები