ტრამპი: აშშ-მა, შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანას ორმხრივი ტარიფები კვლავ დაუწესოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ორმხრივი ტარიფები ზოგიერთ ქვეყანას კვლავ დაუწესოს,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც “სიენენი” წერს, ტრამპის ეს განცხადება გლობალური სავაჭრო ომის პოტენციურად მნიშვნელოვანი ხელახალი ესკალაციაა, რამაც აშშ-ისა და გლობალური რეცესიის შიში უკვე გააჩინა.

„საბოლოოდ, ვფიქრობ, მოხდება ის, რომ გვექნება შესანიშნავი გარიგებები. სხვათა შორის, თუ არ გვაქვს შეთანხმება კომპანიასთან ან ქვეყანასთან, ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი 2-3 კვირაში იქნება მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს საპასუხო საბაჟო გადასახადები დაუწესა. მინიმალური ტარიფი 10 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური 50%-ს. ტრამპმა 9 აპრილს თავისი მასიური ე.წ. საპასუხო ტარიფები შეაჩერა. შესვენება 90 დღით უნდა ყოფილიყო, რათა ქვეყნებს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების საშუალება ჰქონოდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები