კახა კალაძე ოპოზიციის შესახებ: როცა აგენტი ხარ და შენი ქმედებებით ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, მარცხისთვის ხარგანწირული

„დღევანდელი ოპოზიცია არის რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც თავისი ხედვა და პრინციპები არ გააჩნია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, ამას მას შემდეგ გადაწყვეტენ, როცა თავისი პატრონები უბრძანებენ.

„მათ გაერთიანებას თუ დაშლას, მათ პლატფორმებს აზრი არ აქვს. ჩვენ პლატფორმებიც გვახსოვს, თუმცა, როცა აგენტი ხარ და შენი ქმედებებით ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, ვერანაირი პლატფორმა ვერ გიშველის. ასეთ დროს ყოველთვის მარცხისთვის ხარ განწირული. ეს მარგინალები ყოველთვის დამარცხდებიან.

დღევანდელი ოპოზიცია არის რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც თავისი ხედვა არ გააჩნია. გარედან რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. თუ ეტყვიან, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთო, ისინიც ამას გაიმეორებენ. შემდეგ გარედან თუ ეტყვიან მონაწილეობა მიიღეთო, მაშინ მიიღებენ. მათ საკუთარი პრინციპები არ გააჩნიათ. ჯერ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დედას აგინებდნენ და შემდეგ უცებ ერთიანდებიან. მათ თავიანთი პატრონები ჰყავთ და როგორც აგენტებს, კითხვის დასმის უფლებაც არ აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები