უკრაინის ლიდერთან თანამშრომლობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე პუტინთან – ტრამპი
მივაღწიე შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ახლა კი შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ლიდერთან თანამშრომლობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა.
„ვფიქრობ, რუსეთი მზადაა. არადა, ბევრი ამბობდა, რომ რუსეთს სურდა ყველაფრის მიღება. მგონი, გვაქვს შეთანხმება რუსეთთან. ახლა უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას ზელენსკისთან. იმედი მქონდა, რომ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო ადვილი იქნებოდა. ჯერჯერობით ეს უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ეს ომი არასდროს იქნებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. შეგიძლიათ, მენდოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მას არ ჰყავს ფავორიტები უკრაინასა და რუსეთს შორის და მას უბრალოდ ომის დასრულება სურს.
მანამდე, თეთრი სახლის პრეს მდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი მოლაპარაკებების ტემპით იმედგაცრუებულია.