მედია: ტრამპის რეიტინგი, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საზოგადოებრივი მოწონების რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რადგან ამერიკელებმა სიფრთხილე გამოავლინეს მისი ძალაუფლების გაფართოების მცდელობებთან დაკავშირებით, – აღნიშნული შედეგი Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ აჩვენა.

სამი კვირის წინ ჩატარებულმა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ აჩვენა რომ ტრამპს 43% აფასებს დადებითად, ხოლო იანვარში ინაუგურაციის დროს მისი რეიტინგი 47% იყო.

როგორც “როიტერი” წერს, დაახლოებით 83%-მა თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს ფედერალური სასამართლოს ბრძანებებს მაშინაც კი, თუ მას ეს არ სურს.

მედიის ცნობით, ტრამპის ვადის დაწყებამ გაოგნებული დატოვა მისი პოლიტიკური ოპონენტები, რადგან მან ხელი მოაწერა ათეულობით აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აფართოებს მის გავლენას როგორც სამთავრობო დეპარტამენტებზე, ასევე კერძო ინსტიტუტებზე, როგორიცაა უნივერსიტეტები და იურიდიული ფირმები.

ამასთან, რესპონდენტების დაახლოებით 59%-მა განაცხადა, რომ ამერიკა მსოფლიო არენაზე ავტორიტეტს კარგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები