ცოტნე კობერიძე: მე განცდა მაქვს, რომ ახალი არჩევნებიც რომ იყოს წავაგებთ, რომ პრობლემა რაღაც სხვაშია, ნდობის დეფიციტშია – ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს
მე განცდა მაქვს, რომ ახალი არჩევნებიც რომ იყოს ახალ არჩევნებსაც წავაგებთ, მე განცდა მაქვს, რომ პრობლემა რაღაც სხვაშია, ნდობის დეფიციტშია. ახალ არჩევნებში მე მაქვს განცდა, რომ ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. მე ვხედავ, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ველმა ან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაღაცა სულ ახლიდან უნდა დაიბადოს, დიდად დარესტარტდეს ან რაღაცა წინას გაგრძელება უნდა მოხდეს რაიმე ფორმით, რომ საკუთარი არსებობა გამართლდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ყოფილმა წევრმა, ცოტნე კობერიძემ გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.
მისივე თქმით, საკრებულოს არჩევნები ყოველთვის არის საპარლამენტო არჩევნების ბეჭდის დარტყმა, იმიტომ, რომ ვინც საპარლამენტო არჩევნებზე ახერხებს მოგებას, საკრებულოზეც იმავე იგებს.
„საკრებულოს არჩევნები ყოველთვის ჩემი აზრით არის საპარლამენტო არჩევნების ბეჭდის დარტყმა, იმიტომ, რომ ვინც საპარლამენტო არჩევნებზე ახერხებს მოგებას, იმ რესურსებით რასაც დებს, იმ პარტიული აპარატით და ათასი რამით, საკრებულოზე თითქმის მიაქვს ეს არჩევნები. გადიხარ ვთქვათ ბოიკოტში საპარლამენტოში და ვთქვათ უგულებელყოფ, რომ შენ თბილისი და მაგისთვისაც აღარ ემზადები, რომ შენ თბილისი წაართვა „ქართულ ოცნებას“ და ახლა იმყოფები ამორფულ სიტუაციაში, სადაც არც თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ ხდება ოპოზიციის მომზადება და კონკრეტულად ბოიკოტშიც ესე გასული ცალსახად არავინ არ არის, ხარ ზუსტად იმ სიტუაციაში, სადაც უყურებ აქციას, რომელზეც შეიძლება სადღაც გულის სიღრმეში თუ მილევად რეჟიმში წახვალ, ამან გაგიმარტივოს, რომ შენ თქვა, რომ გადიხარ არჩევნებზე და მოდი ჯერ ეთერში შენ თუ კითხვებს დამისვამ თვითმმართველობის არჩევნებზე, მე შენ გეტყვი, რომ შენ ახლა ქოცების თამაშს თამაშობ, რატომ მეკითხები, მე მინდა დავრჩე დიდხანს იქამდე გავატანინო ამ საკითხს და მერე უცბად გადავწყვიტო. მე ეს არ მქონდა და იმიტომ წამოვედი, დიდ კომფორტზე ვთქვი უარი, რომ პირველი კოალიციიდან წამოვედი, რომ ლაღად საუბრის საშუალება მქონოდა“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.