აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს აფრთხილებს: არანაირი შეთანხმება, სანამ უკრაინაში ხოცვა-ჟლეტა არ შეჩერდება

აშშ არ შეამსუბუქებს სანქციებს და არ დადებს რუსეთთან არანაირი სახის ორმხრივ შეთანხმებას, სანამ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება მიღწეული,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

”არავითარი მოლაპარაკებები, გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება არ იქნება ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტამდე,” – განუცხადა ბრიუსმა ჟურნალისტებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბზობის კვირას, სუმიზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, შემაშფოთებელი რეალობა  გამოვლინდა, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ ეძებს მშვიდობას და ცეცხლის შეწყვეტას.

”მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რეალური ცეცხლის შეწყვეტისთვის”, – დასძინა მან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები