თეთრი სახლი: დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს

თეთრი სახლის სპიკერის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს.

„შედგა პროდუქტიული საუბარი. როგორც პრეზიდენტის დესპანმა, სტივ უიტკოფმა გუშინ საღამოს განაცხადა, მას სჯერა, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება სურს და პრეზიდენტსაც სჯერა ამის. რუსეთს აქვს ამ ომის დასრულების სტიმული. შესაძლოა, ეს იყოს ეკონომიკური პარტნიორობა აშშ-თან, მაგრამ ჯერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ვიხილოთ. პრეზიდენტმა და პრეზიდენტის დესპანმა, უიტკოფმა ასეთი გზავნილი გადასცეს რუსებს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კეროლაინ ლევიტი ასევე გამოეხმაურა უკრაინაში ტრამპის მიწვევის შესახებ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თქვა, რომ აღნიშნულ თემაზე შეერთებული შტატების ლიდერთან ჯერ არ უსაუბრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები