ტრამპი მიგრანტებისთვის „თვითდეპორტაციის“ კამპანიას ეწევა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახალი პროგრამის დანერგვას გეგმავს, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტებისთვის, აშშ-ის ნებაყოფლობით დატოვებისთვის თანხის შეთავაზებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპისავე განცხადებით, ადმინისტრაცია ახლა ორიენტირებულია „მკვლელების“ ქვეყნიდან გაყვანაზე. მაგრამ აშშ-ში არალეგალურად სხვა ადამიანებისთვის, მისი თქმით, ის აპირებს განახორციელოს “თვით დეპორტირების პროგრამა”, რომელიც გარკვეულ ფინანსურ დახმარებას და ქვეყანაში ლეგალურად დაბრუნების პერსპექტივას მოიცავს.

“ეს არის ძალიან დიდი თვით დეპორტის ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ. ჩვენ მათ სტიპენდიას მივცემთ. ჩვენ მათ ფულს და თვითმფრინავის ბილეთს მივცემთ და შემდეგ მათთან ვიმუშავებთ. თუ ისინი კარგები არიან, თუ გვინდა, რომ უკან დაბრუნდნენ, ჩვენ მათთან ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები