სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სააგენტოს საქმიანობის, კორუფციული დანაშაულის თავიდან აცილების, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
სუს-ის ცნობით, ახალგაზრდები გაეცნენ სამსახურისა და სააგენტოს სტრუქტურას, სპეციფიკას, საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებლის დაცვა, სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკურ მონაცემებს და პრაქტიკული საქმის განხილვას.
“ღონისძიება გახსნეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, ანტიკორუფციული სააგენტოს კორუფციის პრევენციის სამსახურის უფროსმა ბექა ბერიძემ და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნოშრევან ოქროპირიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.