გახარია: დიახ, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით

ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრამდე არ დაინიშნა, პარტია ამის შემდეგ გადაწყვეტს მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

„გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს [ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე], რადგან ეს ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ახლა სახელებს არ დავასახელებ. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რისი გადათქმაც შემდეგ ძალიან იშვიათად ხდება“, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, ნამდვილად ემზადებიან თუ არა ისინი მუნიციპალური არჩევნებისთვის, გახარია პასუხობს, რომ „კი, გიდასტურებთ, ნამდვილად ვემზადებით, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები