ჩინეთის პრეზიდენტი – სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინ იქნება

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი გამოეხმაურა, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა.

ქვეყნის ლიდერის თქმით, ჩინეთს არავის დათრგუნვის მცდელობის არ ეშინია.

“სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინ იქნება და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლა იზოლაციას გამოიწვევს. 70 წელზე მეტია, რაც ჩინეთი ყოველთვის დამოკიდებულია თვითკმარობასა და შრომაზე. არასდროს იყო დამოკიდებული ვინმეს საჩუქრებზე და არ ეშინია არავის მიერ არაგონივრული დათრგუნვის მცდელობის”,-  აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები