შალვა პაპუაშვილი: როდესაც იმ ყველაფრის შემოქმედები, რასაც საგამოძიებო კომისია განიხილავს, კვლავ რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მათ ჩაიდინეს და აკადრეს ჩვენს ქვეყანას

როდესაც იმ ყველაფრის შემოქმედები, რასაც საგამოძიებო კომისია განიხილავს, კვლავ რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მათ ჩაიდინეს და აკადრეს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს კომისია არის თითოეული მოქალაქისთვის, ვინც მოესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიებს, იმ წამების და რეკეტის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბებული იყო, ასევე ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით, რომლებსაც დღეს გვარამია ჟურნალისტი ჰგონიათ, ადეიშვილი უკრაინელი ჩინოვნიკი და ა.შ. ეს ხალხი იყო, ვინც ამ ბოროტების სისტემას ქმნიდა მაშინ. ჩვენმა ახალგაზრდებმაც უნდა ნახონ ვინ არიან ისინი, ვინც დღეს ცდილობენ მედიის საშუალებით მათი ყურადღება მიიპყრონ.

ეს კომისია არის ასევე უცხოელებისთვის, იმ ხალხისთვის, რომელიც დღეს კვლავ ბედავს და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები