ნიუ-იორკში ვერტმფრენი მდინარეში ჩავარდა – დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი (ვიდეო)

ნიუ-იორკში, მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვერტმფრენში პილოტი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი იმყოფებოდა.

წყაროების ცნობით, ბორტზე მყოფი მგზავრები აშშ-ში ტურისტული ვიზიტით ესპანეთიდან ჩამოსული ოჯახი იყო.

ვერტმფრენი ჩამოვარდნამდე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული მანჰეტენის თავზე.

ის მაშველებმა ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან ახლოს გადაბრუნებულ მდგომარეობაში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები