მედია: სტამბოლში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
სტამბოლში რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა რუსეთის გენერალურ საკონსულოში მიმდინარეობს. მოსკოვს წარმოადგენს ელჩი შეერთებულ შტატებში ალექსანდრე დარჩიევი, ხოლო ვაშინგტონს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, სონატა კულტერი.
როგორც მედიას ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, დაგეგმილია დეტალური მოლაპარაკებები, რაც, დაახლოებით, 4 საათს გაგრძელდება.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხს არ განიხილავენ და მხოლოდ საელჩოების მუშაობის შესახებ ისაუბრებენ.
„ჩვენ მზად ვართ სერიოზული დისკუსიის განხილვაზე უკანონოდ ჩამორთმეული დიპლომატიური ქონების რუსული მხარისთვის დაბრუნების შესახებ, რაც უმნიშვნელოვანესია მთელი ორმხრივი საქმე ნორმალურად დასაბრუნებლად“, – განაცხადა დარჩიევმა.