ევროკომისიის პრეზიდენტი: ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას საპასუხო ტარიფების შეჩერების შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ,- ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი,  დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზებას.

მისივე განმარტებით, მკაფიო, პროგნოზირებადი პირობები ვაჭრობისა და მიწოდების ქსელების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

“ტარიფები არის გადასახადები, რომლებიც მხოლოდ ზიანს აყენებს ბიზნესს და მომხმარებელს. ამიტომაც მე მუდმივად ვუჭერდი მხარს ნული ნულზე ტარიფის შეთანხმებას ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის.

ევროკავშირი რჩება შეერთებულ შტატებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების ერთგული, ურყევი და ორმხრივად მოგებიანი ვაჭრობის მიღწევის მიზნით.

ამავდროულად, ევროპა აგრძელებს ფოკუსირებას სავაჭრო პარტნიორობის დივერსიფიკაციაზე, თანამშრომლობს ქვეყნებთან, რომლებიც გლობალური ვაჭრობის 87%-ს შეადგენენ და იზიარებენ ჩვენს ვალდებულებას საქონლის, მომსახურებისა და იდეების თავისუფალი და ღია გაცვლისადმი”,- ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

ლაიენის თქმით, ის და მისი გუნდი აგრძელებენ მუშაობას, რათა დაიცვან ევროპელი მომხმარებლები, მუშები და ბიზნესი და ევროპელები ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები ერთად გამოვლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები