“ეკონომიკური დაშინება” – როგორ აფასებს ჩინეთი ტრამპის ტარიფებს

მუქარა და ზეწოლა არ არის სწორი გზა ჩინეთთან ურთიერთობისთვის,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლინ ძიენმა განაცხადა.

მან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “საპასუხო ტარიფები” ბულინგის სახით შეაფასა.

“ტარიფები არის ტიპური პროტექციონიზმი და ეკონომიკური ბულინგი. აშშ-ის ტარიფები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურება სხვა ქვეყნების ხარჯზე.

აშშ-ის მიერ ტარიფების არაკეთილსინდისიერი გამოყენება არის ქვეყნებისთვის განვითარების უფლების წართმევა”,- აღნიშნა ძიენმა.

მინისტრმა ასევე მოუწოდა ქვეყნებს, ერთობლივად დაუპირისპირდნენ ცალმხრივობისა და პროტექციონიზმის ყველა ფორმას და დაიცვან საერთაშორისო და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ღირებულებების შესაბამისად.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ტრამპმა ჩინურ საქონელზე დამატებითი, 34%-იანი ტარიფი შემოიღო, როგორც აშშ-ის სავაჭრო პარტნიორების უმეტესობისთვის დაწესებული მკაცრი გადასახადების ნაწილი, რითაც წელს ჩინეთის მთლიანი გადასახადები 54%-მდე გაიზარდა. ჩინეთმა საპასუხო საპასუხო ზომები უკვე მიიღო და აშშ-ის წინააღმდეგ 34%-იანი ტარიფი დააანონსა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები