“ფარას“ ამერიკული კანონის ქართული თარგმანი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, უზრუნველყოფს, რომ უკვე თანხმობამიღებული გრანტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი” – გორდულაძე

“ფარას“ ამერიკული კანონის ქართული თარგმანი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, უზრუნველყოფს, რომ უკვე თანხმობა მიღებული გრანტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

„ნამდვილად სიმბოლურია, როდესაც დღეს ევროკომისიას მოუწია აღიარება, რომ ე.წ. კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით როდესაც გრანტები გაიცემოდა, არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებოდნენ, შემდეგ ეს თანხები გამოიყენებოდა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. პირდაპირ ებრძოდნენ თავისუფალ სიტყვას, გამოხატვის უფლებას. ეს არც ჩვენი ქვეყნისთვის არის უცხო. ახლა მოუწიათ ეს ეღიარებინათ იმიტომ, რომ უბრალოდ სხვა გზა აღარ ჰქონდათ დარჩენილი, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში წარსულში ასეთი მოცემულობა არ გვქონია? თუ კარგი და ლამაზი სახელით არ ფუთავდნენ მავნებლობებს და შემდეგ არ ატრენინგებდნენ ადამიანებს რევოლუციურ ცვლილებებში. მაგალითისთვის, ისევ და ისევ აკერმანის ტრენინგები რომ გავიხსენოთ, მას მშვენიერი, დემოკრატიული, ძალიან კარგად შეფუთული სახელი ჰქონდა, მაგრამ მისი შინაარსი აბსოლუტურად ქვეყნის დესტრუქციისკენ იყო მიმართული. ასეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, მაგრამ თავიდან გამოსარიცხად, საქართველოს მთავრობაში, ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან აუცილებელი იქნება, გრანტის ხელშეკრულების წარდგენა. ასეთი ვალდებულება იქნება. ამავდროულად, დეტალიზება უნდა მოხდეს, თუ რაში იხარჯება მიცემული თანხა გრანტის სახით, რა არის ის აქტივობები, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ამავდროულად, ჩარიცხული თანხის შესახებ და განხორციელებული საქმიანობის შესახებ „ფარას“ ამერიკული კანონის ქართული თარგმანი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, უზრუნველყოფს, რომ უკვე თანხმობა მიღებული გრანტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. შესაბამისად, ერთი მხრივ კონტროლი იქნება როგორც საქართველოს მთავრობის მიერ, ამავდროულად, საზოგადოებრივი კონტროლი, როდესაც საჯაროდ გახდება თითოეული თანხის, თითოეული მიღებული და დახარჯული თეთრის შესახებ სრული ინფორმაცია“, – განმარტა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები