იტალიის ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო Curasept-ის წარმომადგენლებს შეხვდა

იტალიის ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო იტალიური კომპანია Curasept-ის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პროექტების დირექტორ ანდრეა ლემასა და რეგიონულ მენეჯერ პატრიცია პულსონეს შეხვდა.

ფარმაციის დარგში წამყვანი იტალიური კომპანიის წარმომადგენლებმა, პარტნიორ ქართულ კომპანია PSP Pharma-ს და საქართველოს იმპლანტოლოგიისა და პარადონტოლოგიის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, გასულ კვირა დღეს საგანმანათლებლო კუთხით მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სტუდენტებთან და სტომატოლოგებთან.

ელჩის თქმით, იტალია ყოველთვის მხარს უჭერს მაღალხარისხიან წარმოებას.

„ჩვენთვის სამეცნიერო კვლევები და ინოვაციები უმთავრესი თემებია. იტალია ყოველთვის მხარს უჭერს ისეთ საწარმოებს, როგორიც Curasept-ია – კომპანიებს, რომლებიც ზრუნავენ და ყველანაირად ხელს უწყობენ მაღალხარისხიან წარმოებას”, – აღნიშნა იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები