ირაკლი კირცხალია – ჯაფარიძე-ხაზარაძეზე: ეს არის ერთი ძალიან ბინძური დავალება, რომ პატივი არ სცენ სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს
„ეს არის ერთი ძალიან ბინძური დავალება, რომ პატივი არ სცენ სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე არმისვლამ მოახდინა მათი მკაფიო ლუსტრაცია.
“მათი პატრონების მხრიდან პირდაპირ დავალების შესრულებაა, რომელიც პირველი ბატონ ჯაფარიძეს და ბატონ ხაზარაძეს ეგოთ. ეს არის ერთი ძალიან ბინძური დავალება, რომ პატივი არ სცენ სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. დამერწმუნეთ, ამას ძალიან ადეკვატური პასუხი გაეცემა სახელმწიფოსგან. რაც შეეხება მათ არმონაწილეობას, თავის არიდებას იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რაც ისმევა საგამოძიებო კომისიაზე, ამან მოახდინა მათი ძალიან მკაფიო ლუსტრაცია. რეალურად, მათ ამ პოლიტიკური ნაბიჯით დაადასტურეს, რომ ისინი იყვნენ იმ სისტემის ერთ-ერთი აღმასრულებელი რგოლი, თავისივე ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტით, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ოჯახების განადგურებით, ბიზნესების რეკეტით და ა.შ. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, რომელსაც ასევე ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს, სასამართლო და პროკურატურა ჩართულია და ვნახოთ თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.