ზელენსკი: ტრამპი იმაზე მეტად არის გაღიზიანებული პუტინით, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან გაღიზიანებულია რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინით, რომელიც არ ასრულებს თავის დაპირებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა კითხვას, გააღიზიანა თუ არა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეფერხებამ. ზელენსკის თქმით, ტრამპი რაღაც მომენტში შეძლებს იმაზე რეაგირებას, რომ პუტინის ნდობა შეუძლებელია.

„ჩვენ უნდა დავაყენოთ პუტინი შესაბამის პირობებში, რის შემდეგაც პუტინი შეასრულებს თავის დაპირებებს ამა თუ იმ ლიდერთან, ამ შემთხვევაში ტრამპთან. და ძალიან მინდა, რომ ეს დრო უფრო ადრე დადგეს. რადგან ეს დრო უფრო ადრე მიგვიყვანს გადამწყვეტ ნაბიჯებამდე. სანქციების გარდა, ცეცხლის უპირობო შეწყვეტის იძულებამდე, დიპლომატიამდე და დიპლომატიურ გზამდე, რომელიც ომის დასრულებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები