თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ქვისცვენის გამო დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.