ტრამპმა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა.

როგორც შეერთებული შტატების ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, გაზრდილი ტარიფები ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

„ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი იზრდება 125%-მდე, რომელიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ. რაღაც მომენტში, იმედია, უახლოეს მომავალში, ჩინეთი გააცნობიერებს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები აღარ არის მდგრადი ან მისაღები.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, სავალუტო მანიპულაციასთან და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ არანაირი ფორმით, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – წერს დონალდ ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები