ზაალ ანჯაფარიძე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი სამხედრო ფორმაში გამოწკეპილები მივიდნენ, რაც, ჩემი აზრით, მათი სცენარის ნაწილი იყო, რომ ამით კომისიაზე და ტელეაუდიტორიაზე ზეგავლენა მოეხდინათ
“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი სამხედრო ფორმაში გამოწკეპილები მივიდნენ, რაც ჩემი აზრით, მათი სცენარის ნაწილი იყო, რომ ამით კომისიაზე და ტელე აუდიტორიაზე ზეგავლენა მოეხდინათ. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიაზე მათ ის თქვეს რის თქმაც დაავალეს “იქიდან”,- ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს ვიდეოს, რომელშიც სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი უფროსი, მამუკა ყურაშვილი აცხადებს : „რაც უნდათ ის ისროლონ, ვერაფერს ვერ დაგვიშავებენ“.
ანჯაფარიძის თქმით, სწორედ მამუკა ყურაშვილის ზემოთ მოყვანილი სიტყვებია პასუხი კითხვაზე – თუ რატომ არ გამოიყვანეს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა და ფაქტობრივად გაწირეს ისინი.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი სამხედრო ფორმაში გამოწკეპილები მივიდნენ, რაც ჩემი აზრით მათი სცენარის ნაწილი იყო, რომ ამით კომისიაზე და ტელე აუდიტორიაზე ზეგავლენა მოეხდინათ. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიაზე მათ ის თქვეს რის თქმაც დაავალეს “იქიდან”
ხომ ყველას გვახსოვს 7 აგვისტოს ყურაშვილის ცნობილი გამონათქვამი “ცხინვალში დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.” ახლა მოუსმინეთ მის განცხადებას 4 აგვისტოს. ესაა პასუხი კითხვაზე – თუ რატომ არ გამოიყვანეს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა და ფაქტიურად გაწირეს,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.