გიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილის განცხადებაზე: უსუფაშვილის და მისნაირების სითავხედე იმის ბრალია, რომ ამ ხალხის ლუსტრაცია არ მოხდა – ეს ნაძირალა, 9 აპრილის მერე გაწევრიანდა კომპარტიაში და ეროვნულობაზე ორიენტირებულ ძალას კომპარტიას ადარებს
ეს უსუფაშვილის და მისნაირების სითავხედე იცით რისი ბრალია? იმის ბრალია, რომ ამ ხალხის ლუსტრაცია არ მოხდა, მათ თავიანთ ისტორიებს არ ახსენებდნენ და უფრო მეტიც, სახელისუფლებო თანამდებობებზე ჰყავდათ წამოსკუპებული, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც “ქართული ოცნების” ყრილობა მოიხსენია როგორც “დროში შეკუმშული “კომპარტიის” ყრილობა.”
გამსახურდიას განცხადებით, უსუფაშვილი სწორედ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გაწევრიანდა კომპარტიაში და ახლა, ეროვნულობაზე ორიენტირებულ ძალას ადარებს კომპარტიას.
“ეს უსუფაშვილის და მისნაირების სითავხედე იცით რისი ბრალია? იმის ბრალია, რომ ამ ხალხის ლუსტრაცია არ მოხდა, მათ თავიანთ ისტორიებს არ ახსენებდნენ და უფრო მეტიც, სახელისუფლებო თანამდებობებზე ჰყავდათ წამოსკუპებული. ასევე იარაღიანი პუტჩისტები რომ არ გასამართლდნენ და სხვადასხვა პარტიებში რომ არიან განებივრებული. აი მაგის ბრალია! ეს ნაძირალა, 9 აპრილის მერე გაწევრიანდა კომპარტიაში და ეროვნულობაზე ორიენტირებულ ძალას, კომპარტიას ადარებს. როგორ ვთქვა, მეტის ღირსები ვართ-თქო, ვიღაც მომედავება, მაგრამ ნუ რაღაცა ეგრეა, ამ გარეწარს რომ მოვუსმენ,” – წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.