კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს
კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს.
შესაბამისი განცხადება საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კრემლის მიერ გამოქვეყნდა.
- „1. რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეთანხმების შესაბამისად, რუსული და ამერიკული მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ „შავი ზღვის ინიციატივის“ განხორციელება, რომელიც მოიცავს შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ძალის გამოუყენებლობას და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან აცილებას და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებას ასეთი გემების შემოწმების გზით.
- შეერთებული შტატები დაეხმარება რუსეთის სასოფლო-სამეურნეო და სასუქების ექსპორტის ხელმისაწვდომობის აღდგენას მსოფლიო ბაზარზე, შეამცირებს საზღვაო დაზღვევის ღირებულებას და გააფართოებს წვდომას პორტებსა და გადახდის სისტემებზე ასეთი ტრანზაქციების განსახორციელებლად.
1 და 2 პუნქტები ამოქმედდება მას შემდეგ, რაც: მოიხსნება სანქციები „როსელხოზბანკისა“ და სხვა ფინანსური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საკვები პროდუქტებით (თევზის პროდუქტების ჩათვლით) და სასუქებით საერთაშორისო ვაჭრობის ოპერაციების უზრუნველყოფაში, ასევე, SWIFT-თან დაკავშირების, საჭირო საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის შემდეგ;
სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების შეზღუდვების მოხსნა;
სანქციების მოხსნა საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიებისთვის საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების ტვირთებთან მუშაობის შეზღუდვების მოხსნა;
პორტებში გემების მომსახურებაზე შეზღუდვების მოხსნა და სანქციების მოხსნა რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით ვაჭრობაში;
რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ასევე საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების წარმოებაში გამოყენებული სხვა საქონლის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნა“.
- რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეთანხმებების განსახორციელებლად რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის აკრძალვის შესახებ 30 დღის ვადით, 2025 წლის 18 მარტიდან, ერთ-ერთი მხარის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეთანხმებიდან გახანგრძლივებისა და გასვლის შესაძლებლობით.
- რუსეთი და შეერთებული შტატები მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილ ნებას, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და საზღვაო სექტორში შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერას.
- რუსეთი და შეერთებული შტატები გააგრძელებენ მუშაობას ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.