თურქეთში, ვანის ტბაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არიან დაღუპულები
თურქეთში, ვანის ტბაში მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რომლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 64-ის გადარჩენა მოხერხდა.
Anadolu-ს ინფორმაციით, ნავში პაკისტანელი, ბანგლადეშელი და ავღანელი მიგრანტები იმყოფებოდნენ.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება.