ინდოეთში კედლის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, ტამილანდის შტატში, ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნგრევის გამომწვევი მიზეზი გადაუღებელი წვიმები გახდა, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.
ამასთან, ნანგრევებში, სავარაუდოდ კიდევ რჩებიან ადამიანები, მაშველები სამუშაოებს აგრძელებენ.