კატეგორია

შემთხვევა

შემთხვევა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 79 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე…

ბათუმში ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა – არიან დაშავებულები

ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში" მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შსს-ს…

თბილისის საკრებულოს საკვამურში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

 დედაქალაქის საკრებულოს საკვამურში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ "კვირას" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. საკრებულოს შენობაში მყოფი…

ორთაჭალაში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა,მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276…

ვაჟა ფშაველას გამზირზე, ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა

ვაჟა ფშაველას გამზირზე ყვითელი მიკროავტობუსი (№75) მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.  ექიმების…

აჭარაში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

გონიოში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით…

რუსთავში ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირით მოიწამლა – 18 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში, გაზის გაჟონვის შედეგად, 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მასთან ერთად მისი 18 წლის მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში…

გორში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გოგონა გარდაიცვალა

გორში, კვერნაქის დასახლებაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 28 წლის გოგონა გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში მეუღლემ ნახა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების…

სუიციდი ბათუმში – 20 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა

თვითმკვლელობის ფაქტი ბათუმში. 20 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა გორგილაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ადგილობრივების…

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დაბა წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ კაკლიანთან მდებარეობდა. მიწისძვრის მაგნიტუდამ 3 შეადგინა. ნგრევის და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია…