ზაალ ანჯაფარიძე: Julius Baer, ისევე როგორც Credit Suisse, მარტივად ექვემდებარებიან პოლიტიკურ გავლენებს და რასაც უკეთებდნენ ბიძინა ივანიშვილს, იმ ახალი მოცემულობის ასახვაა, რაც შვეიცარიის საბანკო სისტემაში დამკვიდრდა – კლიენტი საკუთარ ფულს და ნორმალურ საბანკო მომსახურებას ვერ მიიღებს, თუ გავლენიან ძალებს მისი ქცევა არ მოეწონებათ

დღეს Julius Baer სახელი უკავშირდება საგადასახადო დანაშაულებს, ფულის გათეთრების არაერთ შემთხვევას და ფინანსურ თაღლითობებს. შესაბამისად, ზაზა შათირიშვილი სამართლიანად აღნიშნავს, რომ Julius Baer, ისევე როგორც Credit Suisse, რომლებიც უკვე გამოჭერილი ჰყავთ გავლენიან ძალებს, მარტივად ექვემდებარებიან პოლიტიკურ გავლენებს, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ის, რა ქმედებებიც ორივე შვეიცარიული ბანკის მხრიდან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, იმ ახალ მოცემულობას ასახავს, რაც ბოლო დროს შვეიცარიულ ბანკებში დამკვიდრდა. კერძოდ, კლიენტი საკუთარ ფულს და ნორმალურ საბანკო მომსახურებას ვერ მიიღებს, თუ გავლენიან ძალებს მისი ქცევა არ მოეწონათ.

“სულ ხუთიოდე წუთი დამჭირდა შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ზე მათ შორის მის ბნელ საქმეებზე, ინფორმაციის მოსაძიებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ის არის მეორე ადგილზე შვეიცარიულ ბანკებს შორის UBS-ის შემდეგ, ბანკის რეპუტაცია შელახულია სხვადასხვა სკანდალებით. 2021 წელს ის გახვეული აღმოჩნდა FIFA-ს სკანდალთან დაკავშირებულ ფულის გათეთრებაში, აშშ-ში ბრუკლინის სასამართლოში მან აღიარა დანაშაული, რისთვისაც $79 მლნ-ს გადახდა მოუწია.
დღეს Julius Baer სახელი უკავშირდება საგადასახადო დანაშაულებს, ფულის გათეთრების არაერთ შემთხვევას და ფინანსურ თაღლითობებს. შესაბამისად, ზაზა შათირიშვილი სამართლიანად აღნიშნავს, რომ Julius Baer, ისევე როგორც Credit Suisse, რომლებიც უკვე გამოჭერილი ჰყავთ გავლენიან ძალებს, მარტივად ექვემდებარებიან პოლიტიკურ გავლენებს და რასაც ისინი უკეთებდნენ მათ კლიენტს ბიძინა ივანიშვილს, და ალბათ არა მხოლოდ მას, არის სწორედ იმ ახალი მოცემულობის ასახვა რაც შვეიცარიის საბანკო სისტემაში დამკვიდრდა. კლიენტი იქაურ ბანკებში დაბანდებულ ფულს, საკუთარ ფულს და ნორმალურ საბანკო მომსახურებას ვერ მიიღებს თუ გავლენიან ძალებს მისი ქცევა არ მოეწონებათ. მოკლედ, აი ასე!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები