დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობის“, მათი რუპორების, იმ ტელევიზიებიდან, ვინც პირდაპირ ემსახურება აგენტოკრატიას საქართველოში, არაერთგზის მოგვისმენია დამამცირებელი, დამაკნინებელი გამონათქვამები

ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის, მიშა მშვილდაძის, მხრიდან თავის იუმორისტულ გადაცემაში შშმ პირების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.

„ნაცმოძრაობის“, მათი რუპორების მხრიდან, იმ ტელევიზიებიდან, ვინც პირდაპირ ემსახურება აგენტოკრატიას საქართველოში, არაერთგზის მოგვისმენია დამამცირებელი, დამაკნინებელი გამონათქვამები, მათ შორის, შშმ პირებთან მიმართებით. ეს არ არის პირველი. კარგად აჩვენებს ეს მათ რეალურ სახეს, მათ მორალურ სახეს. მათთვის, ღირებულებები არის სრულიად განსხვავებული და ის აბსოლუტურად არ ესადაგება არც ქართულ ეროვნულ და არც საერთოდ, ზოგადად, მსოფლიოში მიღებულ იმ მორალურ ღირებულებებს, სადაც ელემენტარულად შშმ პირებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მიშა მშვილდაძემ თავის იუმორისტულ გადაცემაში თქვა „დაკავებულია ფოლკლორული ანსამბლის წევრი, რომელიც უხელფეხო მეზობელს გუდასტვირად იყენებდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები