თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით 9 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულ პირებს შორის არის სასტუმროს მფლობელიც.

ამასთან, თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქმეს ხუთი პროკურორისგან შემდგარი ჯგუფი ექსპერტთა ხუთწევრიან კომისიასთან ერთად იძიებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში ხანძარს 76 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა. ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმროში 234 დამსვენებელი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები