მარკო რუბიო: ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პრაგმატიზმს და სერიოზულობას, მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ abcnews-ის ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების შესახებ, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ერთ დღეში დასრულებაზე, რუბიომ თქვა, რომ ეს საქმე უფრო რთულია და მოლაპარაკებები საჯაროდ არ გაიმართება.
„ეს არის რთული, ტრაგიკული კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ვლადიმერ პუტინის მიერ, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინას და მე ვიტყოდი, რომ ასევე რუსეთს, მაგრამ აგრეთვე ევროპის სტაბილურობას. ასე რომ, ერთადერთი გზა ამ საკითხების გადასაჭრელად არის, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პრაგმატიზმს, მაგრამ ჩვენ ასევე დავუბრუნდეთ სერიოზულობას. და ეს არის დიპლომატიის მძიმე სამუშაო. აშშ-მა აქ თავისი როლი უნდა ითამაშოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა რუბიომ.