“კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და სალომე ზურაბიშვილის ხუშტურია არჩევნები და ის ხელისუფლება აწყობთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც ცალ ფეხზე დადგება და ასკინკილას იხტუნავებს” – ვოლსკი
“კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და სალომე ზურაბიშვილის ხუშტურია [არჩევნები] და ის ხელისუფლება აწყობთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც ცალ ფეხზე დადგება და ასკინკილას იხტუნავებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახალი არჩევნები დავნიშნოთო, ეს იდეა იგივეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს როგორმე ისეთი ხელისუფლებით, რომელიც გლობალურ სისტემაში გარკვეულ როლს შეასრულებს მსოფლიო მასშტაბის ძალების ინტერესებიდან გამომდინარე. 2008 წელს იგივე გლობალურმა პროცესებმა მოახდინა გავლენა იმ ვითარებაზე, რაც საქართველოში გვქონდა. სალომე ზურაბიშვილი რასაც ამბობს, ეს არის გარდაუვალი შიდადაპირისპირების კულმინაცია, თუ ამაზე დავთანხმდით რასაკვირველია, აუცილებლად ისეთ შედეგს მოიტანს, რომ საქართველო დაზარალდება. იმიტომ, რომ არაფერი წინაპირობა ამის არ არსებობს. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და სალომე ზურაბიშვილის ხუშტურია [არჩევნები] და ის ხელისუფლება აწყობთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც ცალ ფეხზე დადგება და ასკინკილას იხტუნავებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.