ორბანი – “ევროპამ უკრაინაში ომი წააგო”
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინაში ომი წააგო.
ორბანის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი, შესაძლოა, შეეცადოს შედეგის სხვაგვარად შედგენას, სიმართლე აშკარაა და რეალობამ ბრძოლის ველზე თავი უკვე იჩინა.
„ეს ომი ევროკავშირმა წააგო“, – აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერმა ასევე დასძინა, რომ ბრიუსელის ნარატივსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირი გაწყვეტილია.
უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია და ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
„ბრიუსელი ერთი ნაბიჯით უკან არის; მსოფლიო შეიცვლება მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფისს დაიკავებს, პატრიოტები გაძლიერდებიან და მთელ დასავლურ სამყაროს გადააკეთებენ“, – განაცხადა ორბანმა.