“ეუთო/ოდირის ანგარიში დიდწილად იმეორებს იმ დასკვნებს, რაც გაკეთდა არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მისიის მხრიდან”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად არსებობს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში. ასევე, ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინა არჩევანი იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც შეუზღუდავად იყვნენ რეგისტრირებულები და წარმოდგენილი საარჩევნო პროცესში და ზოგადად არსებობდა, რა თქმა უნდა, არჩევანის განსახორციელებლად სათანადო პირობები. რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ახლდა ამ პროცესს. ასევე, არის საუბარი იმ, ასე ვთქვათ, წუხილებზე, რომლებიც ფიქსირდებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. რაც მთავარია არის რეკომენდაციები, რომელთა დაკავშირებითაც უნდა მოხდეს მუშაობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.