“პირველი სხდომა ჩატარდება 25 ნოემბერს, იქნება პროცედურები, თავმჯდომარის არჩევა, უფლებამოსილების ცნობა” – მაჭარაშვილი
“პირველი სხდომა ჩატარდება 25 ნოემბერს, იქნება პროცედურები, თავმჯდომარის არჩევა, კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა და ა.შ. იქნება უფლებამოსილების ცნობაც”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ერთად ნახავს, დაწერს თუ არა ოპოზიცია მანდატებთან დაკავშირებით განცხადებას.
“რაც შეეხება იმას, განცხადებას დაწერს თუ არა ოპოზიცია, ამას ჩვენ, ყველა ერთად ვნახავთ. ჩემი მოლოდინია, რომ, რა თქმა უნდა, 61 პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან არ დაწერს ამ განცხადებას და აქედან გამომდინარე, ისინი კიდევ ერთხელ გაცხადდებიან, როგორც მათივე ამომრჩევლის “გადამგდებები”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.