მედია: ტრამპის ადმინისტრაციას გაერო-სა და ნატო-ს დაფინანსების შემცირება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2026 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი შეიმუშავა და სახელმწიფო დეპარტამენტს, ნატოსა და გაეროში საწევროს გადახდის შეჩერების თაობაზე წინადადებით მიმართა.

კერძოდ, როგორც მედია იუწყება, 2026 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსება 30 მლრდ დოლარით, ანუ 50%-ით შემცირდება.

გეგმა შეინარჩუნებს მხოლოდ მინიმალურ მხარდაჭერას რამდენიმე სააგენტოსთვის, როგორიცაა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.

„დოკუმენტის თანახმად, გაერო-ს, ნატო-ს და კიდევ სხვა 20 ორგანიზაციის დაფინანსება უნდა შეჩერდეს, დარჩება მხოლოდ წერტილოვანი შენატანები ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“, – აღნიშნულია The Washington Post-ის სტატიაში.

ამასთანავე, სააგენტო იუწყება, რომ ბიუჯეტის პროექტი ჯერ თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა, შემდეგ კი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს და არც ერთი ეს სტრუქტურა დაფინანსების შემცირებას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ევროპა მზარდი რუსული აგრესიის წინაშე დგას და უკრაინაში ომი მძვინვარებს, ნატო-სა და გაერო-სთვის აშშ-ს მხარდაჭერის შემოთავაზებულმა გაუქმებამ, შეიძლება, დასავლეთის “უსაფრთხოების არქიტექტურა”  მკვეთრად შეცვალოს და ვაშინგტონის, როგორც გლობალური ლიდერის სანდოობა ეჭვის ქვეშ დააყენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები