აშშ-ში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ორშაბათს სამხრეთ კალიფორნიაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ცენტრი სან დიეგოს ოლქში იყო, მაგრამ ჩრდილოეთით, ლოს-ანჯელესამდე იგრძნობოდა.

დაშავებულები და ზარალი არ დაფიქსირებულა.

სეისმოლოგ ლუსი ჯონსის განცხადებით, უკიდურესი ზიანი არ არის მოსალოდნელი. მისი თქმით, შესაძლებელია ძველი შენობების ან ცუდი საძირკვლის მქონე შენობების დაზიანება.

გუბერნატორის ოფისის ცნობით, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი ინფორმირებულია და შტატი ადგილობრივ ხელისუფლებას კოორდინაციას უწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები