ირაკლი ბათიაშვილი – 9 აპრილის მემორიალზე: არავის აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის – ეს არის ღია ადგილი მთელი საქართველოსთვის, რომ მივიდეს ნებისმიერი ადამიანი და პატივი მიაგოს 9 აპრილს გარდაცვლილებს

“1989 წლის 9 აპრილი იყო ეროვნული დაუმორჩილებლობის დიდი აქტი, ეს იყო პიკი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როდესაც განხორციელდა დიდი ეროვნული დაუმორჩილებლობის პროცესი და მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვიბრძოდით საბჭოთა რუსული იმპერიის წინააღმდეგ”, –  ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა 9 აპრილზე საუბრისას განუცხადა.

„ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა, რაც იქ მოხდა, როცა ჩვენი თანამემამულეების წმინდა სისხლი დაიღვარა. მე პირდაპირ ჩამქოლეს, ჩამჩეხეს, ჯერ ცხედრებში ვიყავი, მერე მორგში აღმოვჩნდი და ბოლოს რეანიმაციაში. თუმცა, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, ვინაიდან ამან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა.

არავის  აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის. ჩვენ, ვინც ვართ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“, მის წარმომადგენლებსაც კი არ გვაქვს ამის უფლება, რომ განვსაზღვროთ ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა. ეს არის ღია ადგილი მთელი საქართველოსთვის, რომ მივიდეს ნებისმიერი ადამიანი და პატივი მიაგოს 9 აპრილს გარდაცვლილებს. ამის გაკეთება არის ყოვლად უზნეო აქტი“, – აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები