ავსტრალიაში კანიბალი ცხენები გამოჩნდნენ

ავსტრალიის ალპებში ველური კანიბალი ცხენები აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას The Daily Mail-ი ავრცელებს. კანიბალი ცხენების არსებობა ორმა ავსტრალიელმა ეკოლოგმა შენიშნა. მათი სიტყვებით, ისინი მომსწრე გახდნენ ფაქტისა, თუ როგორ შეჭამა ველური ცხენების ჯგუფმა თავიანთი რემას წევრი. კანიბალიზმი ცხენებს არ ახასიათებთ, ამიტომ ნანახმა ეკოლოგები შეაძრწუნა. მანამდე ეკოლოგებმა დოქტორმა დრისკოლმა და დოქტორმა ბენქსმა ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე მკვდარი ცხენი იპოვეს, რომელსაც მუცლის მიდამოები შეჭმული ჰქონდა. მოგვიანებით კი როგორც მოგახსენეთ ისინი უშუალოდ შეესწრნენ კანიბალიზმის ფაქტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები