„ასკანელი ძმები“ ფონდ „იავნანა“-ს მხარდაჭერას უცხადებს

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ „იავნანა“-ს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მორის ბეჟარის საბალეტო დასი – “ბეჟარის ბალეტი ლოზანაში”. შესრულდება მაესტროს დაუვიწყარი დადგმა „ბოლერო“, სოლისტი თანამედროვე მსოფლიოს ვარსკვლავი – დიანა ვიშნევა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“კომპანია „ასკანელი ძმები“-სგან აცნობეს. პრესამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც 24 სექტემბარს, 20.00 საათზე გაიმართება, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრებიან: ლეგენდარული მოცეკვავეები მაია პლისეცკაია და ირმა ნიორაძე, კომპოზიტორი როდიონ შედრინი.
გამოჩენილი ქართველი ბალერინა ირმა ნიორაძე კომპანია „ასკანელი ძმები“-ს სახელით მსოფლიო ვარსკვლავს მაია პლისეცკაიას სპეციალურ პრიზს გადასცემს. ღონისძიების გენერალური სპონსორია კომპანია „ასკანელი ძმები“ . პროექტის მხარდამჭერებია: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია საინფორმაციო მხარდაჭერა: რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო ფორტუნა, მედია-პალიტრა, ალმა და აუთდორ.ჯი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები