რუმინეთის დედაქალაქში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ძეგლი გაიხსნა

რუმინეთის დედაქალაქში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერთან წმინდა ანთიმოზ ივერიელის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ბუქარესტის მერმა სორინ ოპრესკუმ, საქართველოს ელჩმა რუმინეთში ილია გიორგაძემ და ქანდაკების ავტორმა მიჰაი ისტუდორმა.
წმინდა ანთიმოზ ივერიელის ძეგლის გახსნას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ხელოვნების და მედიის წარმომადგენლები და რუმინეთში მოღვაწე სასულიერო პირები.
სტუმრებმა ისაუბრეს წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობაზე რუმინეთსა და საქართველოში, წმინდანის ფასდაუდებელ წვლილზე რუმინეთის ეკლესიის ისტორიის განვითარებასა და მის მიერ აგებული სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობაზე რუმინეთის დედაქალაქისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები