“ეს ლომებივით ბიჭები ეტლში რომ ვნახე, ყველაფერი ერთად ამტკივდა“

  როცა ვხედავ, რომ ახლა მათ ისევ შეუძლიათ ირბინონ კიდეც, არც ვიცი, მე უფრო მიხარია, თუ მათ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე იმ დაშავებული ქართველი სამხედროების შესახებ წერს, რომლებმაც აშშ -ში პროთეზირების პროგრამა გაიარეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.
ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე იმ განცდის შესახებაც ჰყვება, რაც დაშავებული ჯარისკაცების დანახვისას დაეუფლა.
“ჩემით არ მივილტვი ხოლმე, თავდაცვის სამინისტროში ორჯერ დამპატიჟეს მხოლოდ ღონისძიებაზე, უცხოელი გენერლები ცოლებთან ერთად იყვნენ სტუმრად და მასპინძელიც ცოლით უნდა ყოფილიყო.1779653_222973927908798_1785064803_n ეს ულამაზესი, ლომებივით ბიჭები ეტლში რომ ვნახე, ყველაფერი ერთად ამტკივდა, რაც ცოტ-ცოტა, ყურადღების ნაკლებად მისაქცევად მაწუხებს. მითუმეტეს იმოქმედა, რომ ყველას ენერგიული, ვაჟკაცური გამოხედვა და თვალებში ღიმილი ქონდა. მათ ეს გადაიტანეს, მე კი ნახვამაც დამანგრია…ადამიანური ძალა და უტეხობა იდეალების მწვერვალია, ალბათ ყველასთვის. კიდევ ერთხელ მინდოდა ირაკლისთვის მეთქვა, რას მერჩოდი, ამხელა პასუხისმგებლობა რომ გვაწევს ზურგზე -თქო. რომ ვხედავ, რომ ახლა მათ ისევ შეუძლიათ ირბინონ კიდეც, არც ვიცი, მე უფრო მიხარია, თუ მათ. ღმერთმა განსაკუთრებით დაიფაროს ყველა, ვინც თავის ცხოვრებას ასე რისკიანად ექცევა და ცვლის ქვეყნის მომავალს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილმა ექვსმა ჯარისკაცმა აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში უკვე გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები