გურამ მაჭარაშვილი: „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ რომ რამე გეგმა ჰქონდეს აქამდე განახორციელებდა
„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ რომ რამე გეგმა ჰქონდეს აქამდე განახორციელებდა”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს.
„არავითარი გეგმა მათ არ აქვთ, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. არჩევნებში კი არა პოლიტიკაში არ არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ადგილი და აუცილებლად შეივსება ეს ველი, მათ შორის ამ თვითმმართველობის არჩევნებზეც“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.