გერმანიაში საერთაშორისო მედია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავლენიანი მედიასაშუალებების: BBC Travel-ის, National Geographic Germany-ის, Spiegel-ის, Travel+Leisure Germany-ის, The Voyager-ის, TRVL Counter-ის ჟურნალისტებს, ასევე ინფლუენსერებსა და ბლოგერებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებები გააცნეს.

IMM Germany Berlin-ის კონფერენციის ფარგლებში , პრეზენტაციები გაიმართა საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.

კონფერენციის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის გაცნობითი ტურების გამართვას გეგმავს.

International Media Marketplace-ზე 190 მედიასაშუალება და 125 გლობალური ბრენდი იყო წარმოდგენილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები