შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია დღეს არსებობს ვირტუალურად, არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა არ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც ოპოზიციას ასულდგმულებს, გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა

ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრობს.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია საქართველოში გარე ძალების მითითებებით მუშაობს.

„ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ. დღეს მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ მას 2030 წლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა. რაღაც ერთი-ორი საყვედური თქვეს და ხედავთ, რომ არანაირი ენერგია მათ აღარ აქვთ, არანაირი ძალა არ შერჩენიათ. ერთადერთი, რაც დღეს ოპოზიციას ასულდგმულებს, ეს არის გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმა. ხედავთ, როგორც კი ცოტათი მინელდებიან, გარედან ისმის რაიმე მჭექარე განცხადება, იმისთვის, რომ გამოაცოცხლონ ესენი და ა.შ. სინამდვილეში, ოპოზიციას იდეები არც არასდროს ჰქონია და ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც ვნახეთ, მათ სინამდვილეში კამპანია არ უწარმოებიათ რაიმე შინაარსთან დაკავშირებით, ახლა საერთოდ იდეები არ აქვთ. ერთადერთი, ეს არის დესტრუქცია, გარედან ეტყვიან დღეს იყვირეთ, იყვირებენ, ეტყვიან არ იყვიროთ, არ იყვირებენ. ასე, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის გარკვეული პინგ-პონგი ოპოზიციასა და მათ გარე მმართველებს შორის, ისინი რაღაცას იტყვიან და ესენი კომენტარს აკეთებენ, ესენი რამეს იტყვიან, გარეთ აკეთებენ კომენტარს და ეს ყველაფერი ხდება ტელევიზორში.

მთელი ტური ჰქონდათ მოწყობილი ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში. კითხვას ვსვამ საჯაროდ, ვისი ფულით იყვნენ იქ წასულები? ჟურნალისტებმა გამოიკვლიონ და მიაკვლევენ, ბილეთი ვინ იყიდა, სასტუმრო ვინ გადაუხადა, იქ ნახავენ ზუსტად, ვისი მარიონეტები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები