“საზოგადოების დაკვეთაც არის, რომ, მათ შორის, კანონმდებლობაში იყოს მკაცრი მიდგომები, განსაკუთრებით – ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ” – მაჭარაშვილი
“საზოგადოების დაკვეთაც არის, რომ, მათ შორის, კანონმდებლობაში იყოს მკაცრი მიდგომები, განსაკუთრებით – ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რითაც ნარკოპოლიტიკის მიმართ საკანონმდებლო მიდგომების გამკაცრების საკითხს ეხმაურება.
მისი თქმით, სწორედ ეს იყო საფუძველი, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ “ხალხის ძალასთან” კონსულტაციების საფუძველზე დააინიციირა ეს კანონპროექტი.
“მკაცრდება რეალიზატორის მიმართ სანქციები. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ მიმართ პატიმრობა არ გამოიყენება, მაგრამ მათ ექნებათ შეზღუდვები. მათ შორის, მართვის მოწმობასთან დაკავშირებით, საკარო სამსახურში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. ესხ რა თქმა უნდა თუ დაუდასტურდება მოქალაქეს, მოხმარების ფაქტი, ან თავად განაცხადებს უარს ტესტირებაზე. არ შეიძლება, ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან საუბრობდეს ის ადამიანი, რომელიც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ”, – განმარტა მაჭარაშვილმა.